ავტორიზაცია

პსჟ-მ მოიზე კინის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა

პსჟ-მ მოიზე კინის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა
თარიღი 03 ივნ 2021, 21:45

"ევერტონის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, მოიზე კინი, რომელიც "პსჟ"-ში იჯარით ირიცხება, შეიძლება პარიზში დარჩეს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

პარიზელთა სპორტული დირექტორი, ლეონარდო ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს - საუბარია დაახლოებით 40 მილიონ ევროზე.

თუმცა, როგორც აღინიშნება, "კანფეტების" ხელმძღვანელობა იტალიელის სანაცვლოდ 45-50 მილიონს ითხოვს.

თავად კინს "პსჟ" 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ფეხბურთელს საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა სურს.

გასულ სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ში 26 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.