ავტორიზაცია

ლაიფციგი კლუივერტს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ლაიფციგი კლუივერტს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
თარიღი 03 ივნ 2021, 21:59

"ლაიფციგი" "რომას" თავდამსხმელის, ჯასტინ კლუივერტის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კლუბი 22 წლის ჰოლანდიელში 12 მილიონ ევროს იხდის და მზადაა მას 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

2020/21 წლების სეზონი კლუივერტმა "ლაიფციგში" იჯარით გაატარა. მის ანგარიშზე 27 მატჩში გატანილი 4 გოლი და გაკეთებული 1 შედეგიანი გადაცემაა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "რომას" თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 14 მილიონს შეადგენს.