ავტორიზაცია

ფიორენტინამ თვალი პორტუს ნახევარმცველს დაადგა

ფიორენტინამ თვალი პორტუს ნახევარმცველს დაადგა
თარიღი 03 ივნ 2021, 22:03

"ფიორენტინამ" შეიძლება "პორტუს" ნახევარმცველი, სერჟიუ ოლივეირა დაიმატოს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფლორენციელთა პრიორიტეტი 29 წლის პორტუგალიელის ყიდვაა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც აღინიშნება, "იები" "პორტუს" ფორვარდ ხესუს კორონათიც ინტერესდებიან.

2020/21 წლების სეზონში ოლივეირამ 48 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.