ავტორიზაცია

ატლეტიკო ხეტაფეს ნახევარმცველით დაინტერესდა

ატლეტიკო ხეტაფეს ნახევარმცველით დაინტერესდა
თარიღი 03 ივნ 2021, 22:06

"ატლეტიკო" "ხეტაფეს" ნახევარმცველ მარკ კუკურელიათი ინტერესდება, იტყობინება Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულ გრანდს 2021/22 წლების სეზონის დაწყების წინ მარცხენა ფლანგის გაძლიერება უნდა და კუკურელიას დაადგა თვალი, რომელსაც როგორც დაცვაში, ისევე შეტევაში თამაში შეუძლია.

როგორც აღინიშნება, "ატლეტიკოს" ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება, არსებობს იმის ალბათობაც, რომ მადრიდელებმა გარიგებაში ერთ-ერთი ფეხბურთელი ჩართონ.

2020/21 წლების სეზონში კუკურელიამ "ხეტაფეს" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.