ავტორიზაცია

ინტერმა ლაუტაროს ტრანსფერზე ატლეტიკოს 50-მილიონიანი შეთავაზება დააიგნორა

ინტერმა ლაუტაროს ტრანსფერზე ატლეტიკოს 50-მილიონიანი შეთავაზება დააიგნორა
თარიღი 03 ივნ 2021, 22:10

"ატლეტიკომ" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე 50 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა.

თუმცა, როგორც გამოცემა La Gazetta dello Sport იტყობინება, მადრიდულ გრანდს მილანელებისგან პასუხიც კი არ მიუღიათ.

იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ამ გზით მიანიშნა, რომ ლაუტაროს თაობაზე სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ აპირებს, თუ შეთავაზებული თანხა 23 წლის არგენტინელის ამჟამინდელ სატრანსფერო ღირებულებას არ შეესაბამება, რომელიც 70 მილიონ ევროს შეადგენს, Transfermarkt-ის ვერსიით.

გასულ სეზონში მარტინესმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.