ავტორიზაცია

"სათამაშო დრო სჭირდება", - ვან დერ ვაარტმა ვან დე ბეკს კლუბი ურჩია

"სათამაშო დრო სჭირდება", - ვან დერ ვაარტმა ვან დე ბეკს კლუბი ურჩია
თარიღი 03 ივნ 2021, 22:28

ჰოლანდიის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შუახაზელმა, დონი ვან დე ბეკმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კლუბი უნდა შეიცვალოს.

"დონი იდეალურად ერგებოდა "აიაქსის" სისტემას, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედს" საერთოდ არ შეეფერება. თუ "ემიუდან" ზაფხულში არავინ წავა, მაშინ მას ძალიან უნდა გაუმართლებს, თუ სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად მოხვდება", - აცხადებს ვეტერანი.

"დონი მეტისმეტად კარგია იმისათვის, რათა ზედიზედ მეორე წელი სკამზე იჯდეს. სათამაშო დრო სჭირდება. დიახ, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ დრო ძალიან სწრაფად გადის".

"ისეთი კლუბი მოუხდება, როგორიც "დორტმუნდია. შეიძლება, "ემიუში" ნაადრევად გადავიდა", - ციტირებს ვან დერ ვაარტის სიტყვებს ESPN.

ვან დე ბეკი "ეშმაკუნებს" 2020 წლის სექტემბერში "აიაქსიდან" შეუერთდა. 24 წლის ჰოლანდიელმა გასულ სეზონში "ეშმაკუნების" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ვან დე ბეკის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ვან დე ბეკი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის შემდეგ მიიღებს