ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალმა კლუბიდან 4 ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა

ოფიციალურად: არსენალმა კლუბიდან 4 ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა
თარიღი 03 ივნ 2021, 22:32

"არსენალმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით კლუბიდან რამდენიმე ფეხბურთელის წასვლა დაადასტურა.

ასე და ამგვარად, "მეთოფეთა" რიგებს ტოვებენ გოლკიპერი მეტიუ რაიანი, მცველი დავიდ ლუიზი და ნახევარმცველები, დანი სებალოსი და მარტინ ედეგორი.

სებალოსი და ედეგორი მადრიდის "რეალში" დაბრუნდებიან - 24 წლის ესპანელი და 22 წლის ნორვეგიელი ლონდონურ კლუბში იჯარით ირიცხებოდნენ.

2020/21 წლების სეზონში "არსენალმა" პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა.

"კვარაცხელია პრემიერ ლიგის ამ გრანდს მოუხდებოდა", - არსენალის ყოფილი სკაუტი