ავტორიზაცია

ოფიციალურად: ინგლისის ნაკრებს ევრო 2020-ზე ალექსანდერ-არნოლდი არ ეყოლება!

ოფიციალურად: ინგლისის ნაკრებს ევრო 2020-ზე ალექსანდერ-არნოლდი არ ეყოლება!
თარიღი 03 ივნ 2021, 22:46

ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 22 წლის ფეხბურთელი რეაბილიტაციის გასავლელად "ლივერპულში" დაბრუნდება.

2 ივნისს, ინგლისმა ამხანაგურ მატჩში ავსტრია (1:0) დაამარცხა. არნოლდმა შეხვედრის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

მოგეხსენებათ, ევრო 2020 11 ივნისს აიღებს სტარტს და 11 ივლისს დასრულდება. ინგლისის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთს, შოტლანდიასა და ხორვატიას დაუპირისპირდება.

საშინელება ინგლისის ნაკრებისთვის - ევრომდე 8 დღით ადრე, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ტრავმა მიიღო