კუმანი ბარსელონაში რჩება — ლაპორტამ მიღებული გადაწყვეტილება ახსნა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე განცხადება გააკეთა.
"დავინახე, რომ კუმანი მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსეა. თუ კონკრეტული მიზნები გვექნება, კარგი სეზონი გველის", - აცხადებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი.
"მასთან ფილოსოფიური საკითხები და ხასიათი განვიხილეთ. კუმანმა იმედი მომცა, საკუთარ თავში დარწმუნებულია".
"მსურს რონალდთან პირადი ურთიერთობა მქონდეს, როგორც ეს რაიკაარდისა და გვარდიოლას შემთხვევაში იყო", - თქვა ლაპორტამ პრესკონფერენციაზე.
დღეს, 3 მაისს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ კუმანი კატალონიელებს კიდევ ერთი სეზონი გაწვრთნის.
შეთანხმება მიღწეულია — ბარსელონაში კუმანის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა!