ავტორიზაცია

საულის სავარაუდო ახალი გუნდი და მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია

საულის სავარაუდო ახალი გუნდი და მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 04 ივნ 2021, 10:44

მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი ნახევარმცველი, საულ ნიგესი კარიერას უდიდესი ალბათობით მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

Marca-ს თანახმად, "რეკორდმაისტერი" ესპანელი ფლეიმეიქერის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს გადაიხდის.

"ინდიელების" აღზრდილის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის", თუმცა 80 მილიონი მხოლოდ "ბავარიამ" გაიმეტა.

რაც შეეხება "როხიბლანკოს" რვიანის შემცვლელს, ასეთი ესპანური გუნდისთვის იქნება "უდინეზეს" ლიდერი, როდრიგო დე პაული.

დიეგო სიმეონეს გუნდს არგენტინელი ჰავბეკი დაუჯდება 40 მილიონი ევრო, ანუ პირენეელი შუახაზელის ტრანსფერის ნახევარი ფასი.

"ამის შესახებ მას პირადად მივწერე", - ფლიკის პირველი კომენტარი ბაიერნში ნაგელსმანის დანიშვნაზე

"გაზეთებში გამოქვეყნებულ სიახლეებს ვხედავ", - საულ ნიგესმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა