ავტორიზაცია

ევერტონს ვულვერჰემპტონის ყოფილი თავკაცი გაწვრთნის?

ევერტონს ვულვერჰემპტონის ყოფილი თავკაცი გაწვრთნის?
თარიღი 04 ივნ 2021, 13:03

"ვულვერჰემპტონის" ექს-მწვრთნელი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეიძლება "ევერტონს" ჩაუდგეს სათავეში.

როგორც Sky Sports იტყობინება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა "კანფეტებთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ლივერპულელთა აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდის "რეალი" ჩაიბარა.

2020/21 წლების სეზონში "ევერტონმა" პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა.