"ამის შესახებ მხოლოდ 2 დღით ადრე გავიგე" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქოჩორაშვილი

ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მიიჩნევს, რომ მისთვის მომდევნო სეზონი კარიერაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იქნება და სურს, ამ პერიოდს მომზადებული შეხვდეს.
ამის შესახებ 21 წლის ნახევარმცველმა Goal.Ge-სთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა საქართველოში იმისთვისაა ჩამოსული, რომ მაქსიმალურად დაისვენოს და შეკრებაზე 100%-ით მზადყოფნაში გამოცხადდეს.
გიორგი ქოჩორაშვილმა გაიხსენა ის ისტორიული მომენტიც, როცა ბარსელონას წინააღმდეგ ლევანტეს მთავარ გუნდში თამაშის საშუალება მიეცა. ფეხბურთელის თქმით, ამის შესახებ მხოლოდ 2 დღით ადრე გაიგო.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აქტუალური ბოლოდროინდელი საკითხი ნაკრებსი გიორგი ქოჩორაშვილის არგამოძახებაც იყო.ფეხბურთელის თქმით, მისი დიდი სურვილია ეროვნულ გუნდში მალე მოხვდეს და ამისთვის, რაც მასზე იქნება დამოკიდებული ყველაფერს გააკეთებს.