ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჩუპო-მოტინგმა ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად: ჩუპო-მოტინგმა ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 04 ივნ 2021, 16:33

თავდამსხმელმა ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

კამერუნის ნაკრების ფორვარდმა გუნდთან ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდში მინიმუმ ორი სეზონით დარჩება.

გასულ სეზონში, 32 წლის ფეხბურთელმა „ბაიერნის“ მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 9 გოლი გაიტანა.

„ბაიერნამდე“, ჩუპო-მოტინგმა ძალები „პსჟ-ში“ მოსინჯა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და ის „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საინტერესოა, რომ კამერუნელის კარიერაში არცერთ გუნდს მასში ფული არ გადაუხდია - ყველა ახალ გუნდს ჩუპო-მოტინგი თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.