ავტორიზაცია

იდეა ოფიციალურად დამტკიცდა! 2023/24-სეზონიდან ფრანგულ ლიგა 1-ში სერიოზული ცვლილება მოხდება

იდეა ოფიციალურად დამტკიცდა! 2023/24-სეზონიდან ფრანგულ ლიგა 1-ში სერიოზული ცვლილება მოხდება
თარიღი 04 ივნ 2021, 16:48

საფრანგეთის პროფესიონალურმა ლიგამ (LFP) ოფიციალურად დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ლიგა 1-ში 2023/24-დან შევა ძალაში.

ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში, 2023/24-სეზონიდან დაწყებული, 20-ს ნაცვლად 18 გუნდი ითამაშებს. ეს ცვლილება ჯერჯერობით არ შეეხება ლიგა 2-ს, სადაც ისევ 20 გუნდი ითამაშებს, მაგრამ მისი შემცირების საკითხიც გახსნილად რჩება.

შესაბამისად, 2022/23-სეზონის შედეგად ლიგა 1-ს დატოვებს 4 გუნდი, ლიგა 2-დან ზემოთ კი მხოლოდ ორი ამაღლდება. ამის შემდეგ, დაბრუნდება სქემა, სადაც 2 ბოლოადგილოსანი პირდაპირ გავარდება, მე-16 ადგილზე გასული გუნდი კი პლეი-ოფს ითამაშებს.

გენერალური ასამბლეის შეკრებაზე ამ გადაწყვეტილებას მხარი 97.28%-მა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ 2020/21-სეზონის ლიგა 1-ს გამარჯვებული სენსაციურად „ლილი" გახდა, რომელმაც ვარსკვლავურ „პსჟ-ს" 1 ქულით გადაასწრო და გუნდის 3-წლიანი ჰეგემონია დაამხო.

უკანასკნელი გუნდი, რომელმაც „პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონობის გარეშე დატოვა - 2017 წელს „მონაკო" გახდა.