ავტორიზაცია

მორატა: "რონალდუ ერთი თვისებით რაფაელ ნადალს ჰგავს"

მორატა: "რონალდუ ერთი თვისებით რაფაელ ნადალს ჰგავს"
თარიღი 04 ივნ 2021, 16:56

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„გვაქვს შეგრძნება, რომ ის გოლს ყოველთვის გაიტანს, იმიტომ რომ რონალდუ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. როცა ის გოლებს იტანს, ჩვენ ტიტულებს ვუახლოვდებით.

ის მოგებისთვის ყველაფერს აკეთებს და პირველ რიგში ეს აინტერესებს და არა ინდივიდუალური მიღწევები.

მას რკინის ნერვები აქვს, როგორც რაფა ნადალს. რონალდუთი აღტაცებული ამიტომაც ვარ და მის გვერდით თამაში ძალიან მომწონს.“ - აღნიშნა მორატამ.

რონალდუ და მორატა თანაგუნდელები „იუვენტუსამდე“ მადრიდის „რეალშიც“ იყვნენ.

რაფაელ ნადალი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია და ყველაზე პრესტიჟული რანგის ტურნირების, „გრენდ სლემის" 20-გზის გამარჯვებულია, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია როჯერ ფედერერთან ერთად.