ავტორიზაცია

იუვენტუსის პრეზიდენტი: "სუპერლიგა? გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა, ეს სასოწარკვეთილი ყვირილი იყო"

იუვენტუსის პრეზიდენტი: "სუპერლიგა? გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა, ეს სასოწარკვეთილი ყვირილი იყო"
თარიღი 04 ივნ 2021, 17:23

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, ევროპის ახალი სუპერლიგის შექმნის იდეაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, ევროტურნირები შიგნიდან შეგვეცვალა. შეუძლებელია არ აღიარებდე, რომ ევროპული ფეხბურთი მონოპოლიაში გადავიდა, როგორც აღმასრულებელ, ისე ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხში, უეფა კი ლიცენზიის გაცემაზე უპირობოდ აგებს პასუხს.

ამჟამინდელი სისტემა ეფექტური არ არის. სუპერლიგა არ ყოფილა გადატრიალების მცდელობა, ეს იყო სასოწარკვეთილი ყვირილი იმ სისტემის მიმართ, რომელიც პანდემიამდეც კრახის პირას იდგა.“ - აღნიშნა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა 12 ევროპულ გრანდს მოუვიდა, რომლებმაც ამის შესახებ აპრილში განაცხადეს, თუმცა ფორმატმა ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია და 9 მათგანს სუპერლიგის დატოვება 24 საათშივე მოუწიათ.

ერთადერთი გუნდები, რომლებიც სუპერლიგაში დღემდე რჩებიან - „რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ არიან, რომლებიც უეფასგან სასჯელს უახლოეს პერიოდში შეიტყობენ. სავარაუდოდ, საუბარია ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალფიიკაციაზეც კი.