ავტორიზაცია

გაცილებით რთული საქმე - ანჩელოტის წინ ძალიან დატვირთული პერიოდი ელის

გაცილებით რთული საქმე - ანჩელოტის წინ ძალიან დატვირთული პერიოდი ელის
თარიღი 04 ივნ 2021, 17:56

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველი პერიოდისგან განსხვავებით, კარლო ანჩელოტის ამჯერად მადრიდის „რეალში“ გაცილებით დიდი გამოწვევები ელის.

როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, კილიან მბაპეს შეძენის მცდელობის გარდა, მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე გასვლას და რომელიმე ფეხბურთელის შეძენას არც კი შეეცდება - დიდი შანსია, გუნდმა ახალი სეზონი ერთი ახალწვეულით დაიწყოს - დავიდ ალაბათი, რომელიც გუნდმა თავისუფალი აგენტი სტატუსით, ანუ უფასოდ დაიმატეს.

„რეალის“ შემადგენლობის ცვლილებებზე საკმაოდ ბევრი იწერება, თუმცა „ბლანკოსს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ექსტრავაგანტული გეგმები არ აქვს.

კლუბის ფინანსური მდგომარეობა გუნდს სრულიად სხვა რეალობაში აგდებს. ფლორენტინო პერესი ყველა ინტერვიუში იმეორებს, რომ გუნდი ხმაურიანი ტრანსფერების საშუალებას საკუთარ თავს ვერ მისცემს და მეტიც, გაყიდვებიც გართულებია, რადგან კორონავირუსის პანდემიამ სიცოცხლე პოტენციურ მყიდველებსაც გაურთულა.

ანჩელოტიმ იცის, რომ ჰყავს განკარგულებაში ფეხბურთელები, რომელთაგან უკეთესი პერფომანსების მიღებაა შესაძლებელი და მათ შორიან არიან ედენ აზარი, მარსელო, ისკო და გარეტ ნბეილიც კი.

მბაპეს შესაძლო მოსვლის გარდა, „რეალის“ პრიორიტეტი ამ ზაფხულს გაყიდვები იქნება. ფინანსური შემცირებები ჯერ კიდევ არ ჩაბარებია წარსულს და განსახორციელებელია, მითუმეტეს რომ ქომაგების ტრიბუნებზე დაბრუნება ჯერ კიდევ არ მომხდარა.

ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის, ანჩელოტის სამი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და მათი სახელებია - ბეილი, ისკო და მარსელო. სამივე ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და მათი წასვლა ადვილი არ იქნება. მარიანო დიასიც კი, რომელიც გუნდის გეგმებში არ შედის, წასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ამის ფონზე, შესაძლო გაყიდვების სიაში ხვდებიან თითქოს იმედისმომცემი და წამყვანი ფეხბურთელები - მარტინ ოდეგორი და ფერლან მენდი. ორივეს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს და სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, გუნდი გაყიდვაზე დაფიქრდება. იგივე პირობებშია რაფაელ ვარანიც, რომელსაც გუნდთან კონტრაქტით ბოლო წელი აკავშირებს და შესაძლოა, გუნდი „რეალი“ გაისად უფასოდ დატოვოს. ასევე, სხვა კლუბების ინტერესს იწვევს ლუკა იოვიჩიც.

რა მოუვა აზარს? 

ბელგიელ ფეხბურთელს ბევრი დღემდე ვერ პატიობს იმას, რომ მან „რეალის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ექს-თანაგუნდელებთან ერთად იცინა, კლუბში მის გაყიდვაზეც იყო საუბრები, მაგრამ მისი ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია.

ანჩელოტიმ პირველივე პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ აზარისგან საუკეთესო ფორმაში დაბრუენბას ელის და ბელგიელის დარჩენა სურს.

ბრაჰიმ დიასმა „მილანში“ გაიბრწყინა და იტალიურ გუნდს მისი გამოსყიდვა სურს. დანი სებალოსი კონტრაქტით „რეალთან“ არის დაკავშირებული და კიდევ ერთ იჯარაზე უარს აცხადებს - ან დარჩება, ან გაიყიდება.