ავტორიზაცია

ანიელი: "იუვენტუსს, ბარსელონას და რეალს ტურნირების სრული რეფორმა სურთ"

ანიელი: "იუვენტუსს, ბარსელონას და რეალს ტურნირების სრული რეფორმა სურთ"
თარიღი 04 ივნ 2021, 18:54

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, სუპერლიგის შექმნის მცდელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„იუვენტუსს, ბარსელონას და რეალს სურთ, ტურნირების სრულ რეფორმას მიაღწიონ - პირველ რიგში იმ კლუბების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც ახლანდელი სიტუაცია აშინებთ.

სპორტის სხვა სახეობებსაც ჰქონდათ ასეთი სახის ცვლილებები და თითქმის ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება, რომ ეს მოდელი აუცილებლად შესაცვლელია.“ - აღნიშნა ანიელიმ.

ამ ეტაპისთვის, მხოლოდ „ბარსელონამ“, „იუვენტუსი“ და „რეალი“ რჩებიან კლუბებად, რომლებსაც სუპერლიგა ოფიციალურად ჯერ არ დაუტოვებიათ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა 12 ევროპულ გრანდს მოუვიდა, რომლებმაც ამის შესახებ აპრილში განაცხადეს, თუმცა ფორმატმა ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია და 9 მათგანს სუპერლიგის დატოვება 24 საათშივე მოუწიათ.

იუვენტუსის პრეზიდენტი: "სუპერლიგა? გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა, ეს სასოწარკვეთილი ყვირილი იყო"