ავტორიზაცია

VIDEO: გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლი არჩიეს, მესი მეორე ადგილს დასჯერდა

თარიღი 04 ივნ 2021, 18:59

„პორტუს“ ფორვარდის, მეჰდი ტარემის მიერ „ჩელსის“ კარში გატანილი გოლი, გულშემატკივრებმა გასული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოდ დაასახელეს.

ტარემიმ მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ჩელსის“ მაკრატელა გაუტანა.

მეორე ადგილზე „ბარსელონას“ ლიდერის, ლეო მესის მიერ „პსჟ-ს“ კარში გატანილი გოლი გავიდა, მესამეზე კი ოლივიე ჟირუს „ატლეტიკოს“ კარში გატანილი მაკრატელა.

გამოკითხვაში 1.3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი" 2020/21-სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ფინალში ლონდონურმა გუნდმა „სიტის" 1:0 მოუგო.