ავტორიზაცია

ოფიციალურად: ანჩელოტის შემდეგ, ევერტონს ხუთი ფეხბურთელი ტოვებს

ოფიციალურად: ანჩელოტის შემდეგ, ევერტონს ხუთი ფეხბურთელი ტოვებს
თარიღი 04 ივნ 2021, 19:02

მერსისაიდულ „ევერტონს“ ოფიციალურად ტოვებს ხუთი ფეხბურთელი.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდიდან დასრულებული სეზონის შედეგად რობინ ოლსენი, ჯოშუა კინგი, ტეო უოლკოტი, იანიკ ბოლასიე და მუჰამედ ბეშიჩი ტოვებენ.

ოთხი ფეხბურთელი გუნდს კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვებს, რაც შეეხება მეკარე ოლსენს, ის გუნდში იჯარით ასპარეზობდა და „რომაში“ ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ევერტონი“ ოფიციალურად დატოვა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა.

„რეალში“ ანჩელოტი 2013-2015 წლებში მუშაობდა და გუნდს ნანატრი მეათე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.