ავტორიზაცია

სიტის 6 ფეხბურთელთან ერთად — პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები

სიტის 6 ფეხბურთელთან ერთად — პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები
თარიღი 04 ივნ 2021, 21:31

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი "მანჩესტერ სიტის" ჰყავს - ერთდროულად 6 ფეხბურთელი.

სრული სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

ედერსონი - ჟოაო კანსელო, ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში (ოთხივე - "მანჩესტერ სიტი"), ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") - კევინ დე ბრუინი, ილკაი გიუნდოგანი (ორივე - "მანჩესტერ სიტი"), ბრუნო ფერნანდეში ("მანჩესტერ იუნაიტედი") - ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული"), სონ ჰინ მინი ("ტოტენჰემი").

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატი "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო, მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია "ლივერპულმა" დაიკავა.

სიტის 3 ფეხბურთელი და ასტონ ვილას მეკარე - პრემიერ ლიგის საუკეთესო საშუალო შეფასების მქონე თერთმეტეული