ავტორიზაცია

ბოატენგმა კარიერა შეიძლება მონაკოში გააგრძელოს

ბოატენგმა კარიერა შეიძლება მონაკოში გააგრძელოს
თარიღი 04 ივნ 2021, 22:18

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, "მონაკო" 32 წლის გერმანელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ბოატენგს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს ეწურება და ახალ გუნდს უფასოდ შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ "მონაკოს" ამჟამად ნიკო კოვაჩი უდგას სათავეში, მიუნხენელთა ყოფილი მწვრთნელი.

2020/21 წლების სეზონში ბოატენგმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

აქამდე ჯერომისადმი "პსჟ"-ს, "ტოტენჰემის", "ლაციოს", "რომას", "ბარსელონასა" და "ჩელსის" ინტერესზეც დაიწერა.