ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ტრიპიერს დაადგა

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ტრიპიერს დაადგა
თარიღი 04 ივნ 2021, 22:24

"ატლეტიკოს" მცველი, კირან ტრიპიერი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს.

როგორც Daily Mail იტყობინება, 30 წლის ინგლისელის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს და მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

აგრეთვე, ინგლისის ნაკრების უკანახაზელით "ევერტონიც" ინტერესდება.

ტრიპიერს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის ვადა 2023 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში "ტოტენჰემის" ექს-მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა და 6 ასისტი მიითვაალ.