ავტორიზაცია

ალექსის სანჩესს ლა ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ალექსის სანჩესს ლა ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 04 ივნ 2021, 22:26

"სევილია" "ინტერის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესით ინტერესდება, იტყობინება Sport.es.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანურ კლუბს 32 წლის ჩილელის ყიდვა სურს, რომელიც "ნერაძურიმ" ტრანსფერზე დააყენა.

2020/21 წლების სეზონში სანჩესმა "ინტერის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ალექსისის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.