ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა ბერნარდო სილვა გაყიდოს

მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა ბერნარდო სილვა გაყიდოს
თარიღი 04 ივნ 2021, 22:29

"მანჩესტერ სიტიმ" შეიძლება ნახევარმცველი, ბერნარდო სილვა გაყიდოს, იტყობინება The Telegraph.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი სერხიო აგუეროს შემცვლელის დამატებას პორტუგალიელის გასხვისებით მიღებული თანხით გეგმავს.

როგორც აღინიშნება, 26 წლის ფეხბურთელით ესპანური, იტალიური და ფრანგული კლუბები ინტერესდებიან.

2020/21 წლების სეზონში ბერნარდო სილვამ "სიტის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ქალაქელთა" ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.