ავტორიზაცია

ბენტეკემ კრისტალ პალასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბენტეკემ კრისტალ პალასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 04 ივნ 2021, 22:48

"კრისტალ პალასის" თავდამსხმელმა, კრისტიან ბენტეკემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იუწყება "არწივების" ოფიციალური საიტი.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 30 წლის ბელგიელი გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება.

ბენტეკე "კრისტალ პალასში" 2016 წლის ზაფხულიდან ირიცხება.

2020/21 წლების სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა 31 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.