ფიორენტინა ვალენსიას თავდამსხმელს უმიზნებს
"ფიორენტინა" "ვალენსიას" თავდამსხმელ გონსალო გედეშით ინტერესდება, წერს Football Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი 24 წლის პორტუგალიელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.
როგორც აღინიშნება, "ღამურების" შემტევის შეძენა "სევილიასა" და "ვილიარეალსაც" სურთ.
2020/21 წლების სეზონში გედეშმა "ვალენსიას" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ვალენსიელთა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.