ავტორიზაცია

ლივერპული ადრიანს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

ლივერპული ადრიანს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
თარიღი 04 ივნ 2021, 22:54

"ლივერპული" გოლკიპერ ადრიანს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, იტყობინება Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელებმა 34 წლის ესპანელთან ახალი ხელშეკრულების პირობები პრაქტიკულად შეათანხმეს, რომელიც 2022 წლის ივნისის ბოლომდე იქნება გათვლილი.

კლუბში მიიჩნევენ, რომ გოლკიპერი მომდევნო სეზონში ალისონის შემცვლელის როლს გაუმკლავდება.

2020/21 წლების სეზონში ადრიანმა "ლივერპულის" მაისურით 6 მატჩი ჩაატარა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.