მანჩესტერ სიტი აგუეროს შემცვლელად ანდრე სილვას მოიაზრებს
"მანჩესტერ სიტი" ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელ ანდრე სილვათი ინტერესდება, იტყობინება Bild.
გავრცელებული ცნობით, "ქალაქელები" 25 წლის პორტუგალიელს სერხიო აგუეროს შემცვლელად განიხილავს, რომელმაც კლუბი დატოვა.
როგორც აღინიშნება, გერმანული კლუბის ფორვარდისთვის მადრიდის "ატლეტიკოც" იბრძვის.
2020/21 წლების სეზონში სილვამ "აინტრახტის" რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ფრანკფურტელთა ფორვარდის სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.