ავტორიზაცია

რიბერის ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

რიბერის ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
თარიღი 04 ივნ 2021, 23:02

"ფიორენტინას" შემტევ ნახევარმცველს, ფრანკ რიბერის იტალიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა. 

38 წლის ფრანგს მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამ თვის ბოლოს ეწურება.

რიბერი "იების" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

"ფიორენტინას" მაისურით ვეტერან ფეხბურთელს 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გატანილი.