იუვენტუსი მზადაა პიანიჩი დაიბრუნოს, თუმცა მხოლოდ იჯარით

"ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი კატალონიური გრანდის დატოვებას გეგმავს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ცნობით, 31 წლის ბოსნიელს "იუვენტუსში" დაბრუნება სურს, მას შემდეგ, რაც გუნდი მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბარა.
თუმცა, როგორც აღინიშნება, ტურინული გრანდი მზად არის ფეხბურთელი მხოლოდ იჯარით დაიმატოს და არა სრულფასოვანი ტრანსფერით.
2020/21 წლების სეზონში პიანიჩმა "ბარსას" რიგებში 30 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. "იუვეს" რიგებში იგი 2016 წლიდან 2020 წლამდე ირიცხებოდა.