ავტორიზაცია

174-ე სანაკრებო მატჩი კარიერაში — რონალდუ მსოფლიო რეკორდისკენ მიიწევს

174-ე სანაკრებო მატჩი კარიერაში — რონალდუ მსოფლიო რეკორდისკენ მიიწევს
თარიღი 04 Jun 2021, 23:53

მადრიდში, სტადიონ "ვანდა მეტროპოლიტანოზე", ამხანაგური მატჩის ეგიდით, ერთმანეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები (0:0) დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში იყო პორტუგალიელთა კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ეროვნულ გუნდში თავისი 174-ე მატჩი ჩაატარა.

ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით 36 წლის სუპერვარსკვლავს მსოფლიო რეკორდის დამხობისთვის კიდევ 10 შეხვედრის გამართვა სჭირდება.

ამ ეტაპზე, რეკორდი ეგვიპტის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, აჰმედ ჰასანს ეკუთვნის, რომლის აქტივშიც 184 მატჩია.

რონალდუს კიდევ 8 ფეხბურთელი უსწრებს, მათ შორის ესპანეთის ნაკრების მცველი, სერხიო რამოსი (180 მატჩი), რომელიც ევრო 2020-ს გამოტოვებს.

პსჟ-მ რონალდუსთან მოლაპარაკებები დაიწყო, იუვენტუსი მიზერულ თანხას ითხოვს — AS