ავტორიზაცია

ბარსელონა თუ პსჟ? - ვეინალდუმის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა

ბარსელონა თუ პსჟ? - ვეინალდუმის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა
თარიღი 05 ივნ 2021, 11:40

"ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის თავისი ამჟამინდელი გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მაგრამ სად, ეს ჯერ უცნობია.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნიდერლანდელ ჰავბეკს ჰყავს ორი საკმაოდ სერიოზული მსურველი - "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი".

მერსისაიდული გუნდის შუახაზელი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს პერიოდში და ევროპული პრესის აზრით, არჩევანს ის კატალონიაზე შეაჩერებს.

ამის მიუხედავად, "პსჟ" სულაც არ არის ბრძოლიდან გამოთიშული, რადგან ამ გუნდის უპირატესობად ძლიერი ფინანსური მხარე რჩება.

"ლურჯ-წითლების" წინადადება "ბლაუგრანას" შეთავაზებაზე სარფიანია, საბოლოო სიტყვა მაინც ჰოლანდიელ შუახაზელზეა.

"ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი", - ხავი

დეპაისა და ვეინალდუმის დამატების შემდეგ, ბარსელონა ახალ გეგმაზე გადავა