ავტორიზაცია

ზაჰა კრისტალ პალასის დატოვებას გეგმავს

ზაჰა კრისტალ პალასის დატოვებას გეგმავს
თარიღი 05 ივნ 2021, 11:54

"კრისტალ პალასის" თავდამსხმელი, უილფრიდ ზაჰა კლუბის დატოვებას გეგმავს, წერს Times.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის კოტდ'ივუარელმა "არწივების" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ გუნდის დატოვება უნდა. აქამდე, მისით "ტოტენჰემი" და "ევერტონი" ინტერესდებოდნენ.

2020/21 წლების სეზონში ზაჰამ "კრისტალ პალასის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "არწივების" შემტევის სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.