ავტორიზაცია

არსენალი მზადაა გენდუზი გაყიდოს და ფასიც დაადო

არსენალი მზადაა გენდუზი გაყიდოს და ფასიც დაადო
თარიღი 05 ივნ 2021, 11:58

"არსენალის" ნახევარმცველმა, მატეო გენდუზიმ შეიძლება კლუბი დატოვოს, წერს Le10Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან 22 წლის ფრანგს 10 მილიონ ევროდ შეელიონ.

გასული სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელმა იჯარით "ჰერტაში" გაატარა. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, გენდუზის სატრანსფერო ფასი 20 მილიონს შეადგენს.