ავტორიზაცია

ფიორენტინა ჩელსის ნახევარმცველს უმიზნებს

ფიორენტინა ჩელსის ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 05 ივნ 2021, 12:02

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ტემუე ბაკაიოკომ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ფრანგით "ფიორენტინა" ინტერესდება, რომელსაც მისი დამატება ერთწლიანი იჯარით სურს.

გასული სეზონი ბაკაიოკომ არენდით "ნაპოლიში" გაატარა, რომლის მთავარი მწვრთნელიც "იების" ამჟამინდელი თავკაცი, ჯენარო გატუზო იყო.

ნეაპოლელთა რიგებში "არისტოკრატთა" ნახევარმცველმა 44 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც გააკეთა.