ავტორიზაცია

ევერტონმა თვალი პსვ-ს მცველს დაადგა

ევერტონმა თვალი პსვ-ს მცველს დაადგა
თარიღი 05 ივნ 2021, 12:14

"პსვ"-ს მცველმა, დენზელ დამფრისმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Voetbal International.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ჰოლანდიელით "ევერტონი" ინტერესდება.

2020/21 წლების სეზონში დამფრისმა 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ჰოლანდიის ნაკრების უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 16 მილიონ ევროს შეადგენს.