ავტორიზაცია

ლივერპული ალისონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

ლივერპული ალისონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს
თარიღი 05 ივნ 2021, 12:33

"ლივერპული" გოლკიპერ ალისონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, წერს BBC.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები 28 წლის ბრაზილიელთან მოლაპარაკებებს კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გამართავენ.

ალისონი "ლივერპულში" 2018 წლის ზაფხულში "რომადან" 62,5 მილიონ ევროდ გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში მან 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც საკუთარი კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.

ცნობისთვის, ბრაზილიაში გასამართი კოპა ამერიკა სტარტს 13 ივნისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება.