ავტორიზაცია

ბელერინი შესაძლოა ატლეტიკოში გადავიდეს

ბელერინი შესაძლოა ატლეტიკოში გადავიდეს
თარიღი 05 ივნ 2021, 12:38

"არსენალის" მცველმა, ექტორ ბელერინმა კარიერა შეიძლება "ატლეტიკოში" გააგრძელოს, წერს Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს 26 წლის ესპანელი მადრიდულ კლუბში გადავიდეს და კირან ტრიპიერი შეცვალოს, რომლის დამატებაც თავის მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

აქამდე არსებული ცნობით, "მეთოფეთა" უკანახაზელით "ბეტისიცაა" დაინტერესებული. ბელერინს მოქმედი კონტრაქტის ვადა ორ წელიწადში ეწურება, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას იგი არ სჭირდება.

მიმდინარე სეზონში ბელერინმა ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.