ავტორიზაცია

ჟოაო მოუტინიო პორტუგალიის ჩემპიონატში ბრუნდება?

ჟოაო მოუტინიო პორტუგალიის ჩემპიონატში ბრუნდება?
თარიღი 05 ივნ 2021, 12:43

"ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველი, ჟოაო მოუტინიო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს, წერს Record.

34 წლის პორტუგალიელი, რომელსაც "მგლებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება, "პორტუსთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც აღინიშნება, "ვულვერჰემპტონი" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ იმდენს ითხოვს, რამდენიც 2018 წლის ზაფხულში მასში "მონაკოს" გადაუხადა - 5,6 მლნ ევრო.

ამასთანავე, "პორტუში" გადასვლის შემთხვევაში, მოუტინიოს ხელფასის შემცირებაზე წასვლა მოუწევს.

2020/21 წლების სეზონში პორტუგალიელმა 36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.