ავტორიზაცია

არსენალი ბრაიტონის ნახევარმცველს უახლოვდება

არსენალი ბრაიტონის ნახევარმცველს უახლოვდება
თარიღი 05 ივნ 2021, 12:47

"ბრაიტონის" ნახევარმცველი, ივ ბისუმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "არსენალში" გადავიდეს.

24 წლის მალელი ჩრდილო ლონდონური კლუბის გულშემატკივარია და ტრანსფერზე წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა, წერს The Telegraph.

გასულ სეზონში ბისუმამ "ბრაიტონის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

აფრიკელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 17 მილიონ ევროს შეადგენს.