ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვილი კაბალიერო ჩელსის ტოვებს

ოფიციალურად: ვილი კაბალიერო ჩელსის ტოვებს
თარიღი 05 ივნ 2021, 12:50

"ჩელსის" გოლკიპერი, ვილი კაბალიერო ლონდონელთა რიგებს ტოვებს.

როგორც "არისტოკრატთა" ოფიციალური საიტი იტყობინება, 39 წლის არგენტინელს კლუბი კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.

კაბალიერო "ჩელსიში" 2017 წელს "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა კიპერმა ლონდონურ გუნდთან ერთად ინგლისის ლიგის თასი, ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.