მომავალი სეზონიდან ლაციოს სარი გაწვრთნის?
"ლაციოს" ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში კონტრაქტის მაურისიო სარისთან გაფორმების იმედი აქვს, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
რომაულმა კლუბმა 62 წლის სპეციალისტს 2-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. "არწივების" რიგებში იტალიელის წლიური ხელფასი დაახლოებით 3 მილიონი ევრო იქნება.
მოგეხსენებათ, სარი ბოლოს "იუვენტუსს" წვრთნიდა, საიდანაც გასული წლის ზაფხულში გაათავისუფლეს.
ტურინულ გრანდამდე მაურისიო "ჩელსის" ედგა სათავეში, 2015 წლიდან 2018 წლამდე კი "ნაპოლიში" მუშაობდა.