ავტორიზაცია

ფლიკი: "ზოგჯერ ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს მიულერი სპეციალურად ცდილობდა ჩემს გამწარებას"

ფლიკი: "ზოგჯერ ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს მიულერი სპეციალურად ცდილობდა ჩემს გამწარებას"
თარიღი 05 ივნ 2021, 15:43

გერმანიის ნაკრების მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნის" თავკაცის პოსტი დატოვა, ტომას მიულერთან მუშაობაზე ისაუბრა.

"თამაშში თავის საქმეს ყოველთვის სწორად არ აკეთებს, მაგრამ მწვრთნელს უფრო მეტ სიხარულს ანიჭებს, ვიდრე წყენას - მაგალითად, ზოგჯერ როცა საჭირო არ არის, კუთხეში მიდის, ბურთს კარგავს და კონტრშეტევა იწყება".

"ხანდახან სიცილი მიწევს და ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ამას სპეციალურად აკეთებს, რათა ცოტა გამამწაროს და ადრენალინი მიიღოს, მაგრამ გუნდისთვის და ამ კლუბისთვის იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ მისი მსგავსი მეტი არავინ იქნება".

"ის, რასაც კარიერაში მიაღწია, უნიკალურია. ამასთანავე, წარმოუდგენლად პრაქტიკული და ნამდვილად კარგი ბიჭია", - ციტირებს ფლიკის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.

56 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერს" სათავეში 2019 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველივე სეზონში ტრიპლეტი მოიგო (გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა). 2020/21 წლების სეზონში კი ბუნდესლიგის ტიტულს დაეუფლა.

"ამის შესახებ მას პირადად მივწერე", - ფლიკის პირველი კომენტარი ბაიერნში ნაგელსმანის დანიშვნაზე