ავტორიზაცია

"კლუბში იციან, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - ალაბას მამა ბაიერნს ჭორის გავრცელებაში ადანაშაულებს

"კლუბში იციან, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - ალაბას მამა ბაიერნს ჭორის გავრცელებაში ადანაშაულებს
თარიღი 05 ივნ 2021, 16:36

"რეალის" ახალწვეულის, დავიდ ალაბას მამამ, ჯორჯ ალაბამ თავისი შვილის "ბაიერნიდან" წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"დეტალებში ჩაძიება არ მინდა, მაგრამ "ბაიერნში" იციან, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დროთა განმავლობაში პოზიციები გაძლიერდა, მაგრამ ფულზე არანაირი დისკუსია არ გვქონია. ამიტომაც, არ მესმის, რატომ არ წყვეტდნენ ფულზე საუბარს".

"მოლაპარაკებები პანდემიამდე დაიწყო. იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ჩვენს შემთხვევაში ეს თემა საბაბად გამოიყენეს, როცა სხვა ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებში ყველა მოთხოვნა მშვიდად მიიღეს".

"დავიდის აგენტს არ დაუმსახურებია ის, რაც უწოდეს - "ხარბი პირანია". ეს აბსოლუტურად არ არის ასე. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის 20 მილიონი ევრო მოვითხოვეთ, მაგრამ ეს იმისათვის გაკეთდა, რათა "ბაიერნი" პრესასთან გასულიყო და მაქსიმალურად პოპულისტური გზით ეწოდა ზაჰავისთვის ხარბი პირანია", - ციტირებს ჯორჯ ალაბას სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, 28 წლის ავსტრიელმა, რომლის აგენტიც პინი ზაჰავია, "ბაიერნთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით "რეალში" გადავიდა.

"ბევრი კლუბი იჩენდა ჩემდამი ინტერესს", - ალაბამ განმარტა, თუ რატომ აირჩია რეალი