ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბების მოთხოვნა პერესს — ინგლისური გრანდები სუპერლიგის დაშლას ითხოვენ

პრემიერ ლიგის კლუბების მოთხოვნა პერესს — ინგლისური გრანდები სუპერლიგის დაშლას ითხოვენ
თარიღი 05 ივნ 2021, 17:12

პრემიერ ლიგის ის კლუბები, რომლებიც თავიდან ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ, კონკრეტულად: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული", გეგმავენ ფლორენტინო პერესს პროექტის დაშლა მოსთხოვონ, წერს ESPN.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, უახლოეს დღეებში ინგლისის ჩემპიონატის ეს 6 კლუბი ოფიციალურად მოსთხოვს პერესს სუპერლიგის პროექტის დაშლას, რის შესახებაც "ინტერს", "მილანსა" და "ატლეტიკოს" უკვე აცნობეს.

როგორც კი მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ამ მოთხოვნას მიიღებს, მას 2-დან 4 კვირა ექნება იმისათვის, რათა სუპერლიგის ყველა წევრის საბჭო მოიწვიოს და ტურნირი დაშალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ პერესი ამის გაკეთებაზე უარს იტყვის, პრემიერ ლიგის ექვსივე კლუბი განიხილავს ამ საკითხის გადასაწყვეტად იურიდიული ზომების მიღების შესაძლებლობას.

აქამდე დაიწერა, რომ სუპერლიგაში დარჩენილი "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" შეიძლება ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებიდან მოკვეთონ.

"შემიძლია წარმოვიდგინო, თუ რატომ მოიქცნენ ეს კლუბები ასე", - იბრაჰიმოვიჩი სუპერლიგაზე