ავტორიზაცია

პრემიერ ლიგამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინა

პრემიერ ლიგამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინა
თარიღი 05 ივნ 2021, 17:45

პრემიერ ლიგაში 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოვლინდა.

ასე და ამგვარად, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ "მანჩესტერ სიტის" მცველი, რუბენ დიაში დასახელდა, რომელმაც გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა, ერთხელაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო.

24 წლის პორტუგალიელმა აღნიშნული ჯილდოსთვის ბრძოლაში კევინ დე ბრუინს ("მანჩესტერ სიტი"), ბრუნო ფერნანდეშს ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეკ გრილიშს ("ასტონ ვილა"), ჰარი კეინს ("ტოტენჰემი"), მეისონ მაუნტს ("ჩელსი"), მოჰამედ სალაჰს ("ლივერპული") და ტომაშ სოუჩეკს ("ვესტ ჰემი") აჯობა.

რაც შეეხება საუკეთესო სპეციალისტს, ეს პრიზი "ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას ერგო.

50 წლის ესპანელმა გამოკითხვაში მარსელო ბიელსას ("ლიდსი"), დევიდ მოიესს ("ვესტ ჰემი"), ბრენდან როჯერსს ("ლესტერი") და ოლე გუნარ სოლსკიაერს ("მანჩესტერ იუნაიტედი") აჯობა.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში პრემიერ ლიგის ჩემპიონი სწორედ "მანჩესტერ სიტი" გახდა.

პოზიციების მიხედვით — სერია ა-მ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა