ავტორიზაცია

მილანი ჩელსის მცველის ტრანსფერს მომავალ კვირაში გააოფიციალურებს

მილანი ჩელსის მცველის ტრანსფერს მომავალ კვირაში გააოფიციალურებს
თარიღი 05 ივნ 2021, 18:30

"მილანი" "ჩელსის" მცველის, ფიკაიო ტომორის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა "არისტოკრატებს" აცნობა, რომ 23 წლის ინგლისელის კონტრაქტს 28,5 მილიონ ევროდ შეისყიდის.

როგორც აღინიშნება, ტრანსფერი მომდევნო კვირაში გაოფიციალურდება.

ტომორი "მილანმა" 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარში იჯარით დაიმატა. "როსონერის" რიგებში მან 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.