ევერტონი შესაძლოა პირლომ ჩაიბაროს

"ევერტონი" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნის შესაძლებლობას განიხილავს, წერს Calciomercato.
"კანფეტები" შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე იტალიელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდნენ.
მოგეხსენებათ, პირლო "იუვენტუსიდან" 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს და ამჟამად ახალი სამუშაო ადგილის ძიებაშია.
შეგახსენებთ, "ევერტონმა" პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა.