კარლოს ტევესმა ბოკა ხუნიორსის დატოვება გადაწყვიტა
"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელი, კარლოს ტევესი გუნდს დატოვებს.
მიუხედავად ამისა, 37 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, ტევესით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორისაა "ვესტ ჰემიც", სადაც ფორვარდი 2006/07 წლების სეზონში ასპარეზობდა.
მოგეხსენებათ, ტევესი "ბოკაში" 2018 წლის ზამთარში დაბრუნდა.